მაქსიმუმი

 

I. ზოგადი დებულება

1.1 ტოტალიზატორი „მაქსიმუმი“ ფსონებს იღებს სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებისა და სხვა მოვლენათა შედეგის გამოცნობაზე. შედეგების გამოცნობისას მოთამაშე მიიღებს თანხას, რომელიც დადებული თანხისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლის ტოლია.

 

1.2 ყველა მოთამაშე ვალდებულია „მაქსიმუმის“ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლისას და ფსონის დადებისას, გაეცნოს ტოტალიზატორის გათამაშების წესებს. ფსონის დადება ნიშნავს, რომ მოთამაშე ეთანხმება  გათამაშების წესებს.

 

1.3 გათამაშების წესების არცოდნა არ მიიღება არგუმენტად ფსონის გასაუქმებლად ან სხვა სადავო საკითხის გადასაწყვეტად.

 

1.4 მოთამაშის მიერ რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული პაროლი არის საიდუმლო და აკრძალულია მისი მესამე პირისთვის განდობა. ამ პირობის დარღვევის, პაროლის დაკარგვის ან მოპარვის შედეგად მიყენებულ ზარალზე ტოტალიზატორი „მაქსიმუმი“ პასუხს არ აგებს.

 

1.5 ფსონები მიიღება 18 წელს მიღწეული პირებისაგან, რომლებიც ეთანხმებიან ტოტალიზატორ „მაქსიმუმის“ გათამაშების წესებს. ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მოთამაშეს.

 

1.6 ტოტალიზატორი მაქსიმუმი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, განმარტების გარეშე უარი უთხრას მოთამაშეს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლაზე, ფსონის დადებაზე, ან დაბლოკოს  ვებ-გვერდზე მისი შემოსვლა.

 

 

II. ფსონის დადება

2.1ტოტალიზატორი „მაქსიმუმი“ იღებს ფსონებს მის მიერ წინასწარ გამოქვეყნებული პროგრამის საფუძველზე.

 

2.2  მინიმალური ფსონი ნებისმიერ ასპარეზობაზე შეადგენს 1 ლარს.

 

2.3 მაქსიმალური და მინიმალური ფსონი განისაზღვრება ტოტალიზატორ „მაქსიმუმის“ მიერ, ყველა ასპარეზობაზე ინდივიდუალურად.

2.4  ერთ ბილეთზე შასაძლო მოგება (ან რამდენიმე ერთნაირ ბილეთზე), არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. თუ ბილეთზე (ან ერთნაირი ბილეთების ჯამზე), მოგება აღემატება ნებადართულ ზღვარს, ის ჩაითვლება 30 000 ლარად. ფსონი, რომელიც აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს, უნდა შეთანხმდეს ადმინისტრაციასთან.

 2.5  კოეფიციენტის ნამრავლი არ უნდა აღემატებოდეს 1500-ს. იმ შემთხვევაში,    თუ კოეფიციენტის ნამრავლი აღემატება ნებადართულ ზღვარს, ის ჩაითვლება 1500-ად. შესაბამისად დადებული თანხა გადამრავლდება აღნიშნულ კოეფიციენტზე;

2.6  ფსონი მიიღება როგორც ცალკეულ მატჩებზე, ასევე რამდენიმე მატჩის შედეგის გამოცნობაზე. თუ ფსონი დადებულია რამდენიმე მატჩის შედეგის ერთდოულად გამოცნობაზე, მოგების კოეფიციენტი შეადგენს ცალკეული შედეგების შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლს;

2.7 ტოტალიზატორი ”მაქსიმუმი” უფლებამოსილია, მოთამაშეს არ მისცეს  ერთი და იმავე ბილეთის რამდენჯერმე დადების საშუალება.

 

 

 

III ფსონის გაუქმება

 

3.1 როდესაც ბილეთში შეტანილი რამდენიმე ან ერთ–ერთი შეხვედრა დაიწყო პროგრამაში გამოქვეყნებულ დროზე ადრე, ამ ასპარეზობაზე კოეფიციენტი ჩაითვლება 1.0–ის ტოლად და დანარჩენი შედეგები არსებული წესის მიხედვით განიხილება.

 

3.2 ფსონი გაუქმებულად ითვლება, თუ შეიცვალა მასპინძელი გუნდი, (ორმატჩიან სათასო ტურნირებისათვის გაუქმებულად არ ითვლება ფსონი გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაზე, ასევე ერთი და იმავე ქალაქის სხვა სტადიონზე მატჩის გადატანისას, ან მატჩის ნეიტრალურ მინდორზე ჩატარებისას).

 

3.3.ფსონი უქმდება  და კოეფიციენტი ჩაითვლება 1.0–ის ტოლად თუ მატჩი ჩაიშალა, არ დამთავრდა, ან შედეგი არ დაფიქსირდა და არ ჩატარდა 72 საათის განმავლობაში (აღნიშნლული პუნქტი არ ვრცელდება იმ ტიპის შედეგებზე, რომლებიც უკვე დაფიქსირდა. მაგ: პირველი ტაიმის შედეგი, დაწყება, პირველი აუტი, პირველი კუთხური, მეტი გოლი და ა.შ.)

 

3.4 თუ ბილეთში შეტანილია რამდენიმე მატჩის შედეგი და ერთერთი რაიმე მიზეზით გაუქმდა, ამ მატჩის კოეფიციენტი ჩაითვლება 1.0–ის ტოლად. ხოლო დანარჩენი მატჩების შედეგი არსებული წესის მიხედვით განიხილება.

 

3.5 თუ მატჩი დამთავრდა და მისი შედეგი დაფიქსირდა, ხოლო შემდეგ გაპროტესტდა და შედეგი შეიცვალა ან მატჩი გადათამაშდა, მოგებები გაიცემა პირველადი შედეგის მიხედვით. გაუქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ფსონები, რომლებიც დადებულია ორმატჩიან სათასო ტურნირებში შემდეგ ეტაპზე გასვლისათვის, პირველი მატჩის წინ იმ შემთვევაში თუ ტექნიკური შედეგი დაფიქსირდა.

 

 

IV. ფსონი სპორტის სახეობის მიხედვით

 

4.1 ჩოგბურთი

·        ჩოგბურთზე ფსონები მიიღება როგორც შედეგის გამოცნობაზე ასევე ფორაზე და ტოტალზე;

·        „ფორა“ ითვლება მოთამაშეთა მიერ „გეიმებში“ დაგროვილი ქულათა სხვაობით;

·        „ტოტალი“ ითვლება მოთამაშეთა მიერ „გეიმებში“ დაგროვილი ქულათა სხვაობით. მაგ: თუ ტოტალია 18.5 და მატჩი დამთავრდა 6:3, 6:3 ამ შემთხვევაში ტოტალი შეადგენს 18–ს და მოგებულია ის ფსონები, რომლებიც დადებულია ნაკლებ ტოტალზე. იმ შემთხვევაში, როცა ტოტალი მოცემულია მთელი რიცხვით და არა წილადით და მატჩი დამთავრდა ტოტალის ტოლად ხდება გაყრა. მაგალითად, ტოტალი შეადგენს 18–ს მატჩის დამთავრების შემდეგ თუ დაფიქსირდა ტოტალი 18.

·        ყველა სახის ფსონი გაუქმებულად ითვლება, თუ რომელიმე მოთამაშე რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლებს თამაშის გაგრძელებას.

·        თამაშის შეწყვეტის შემთხვევაში ფსონები ძალაშია, ვიდრე მატჩი არ დასრულდება, ან ერთ–ერთი მოთამაშე რიამე მიზეზით არ გამოეთიშება.

 

 

4.2 ჰოკეი

 

·        ჰოკეიზე ფსონები მიიღება როგორც შედეგის გამოცნობაზე ასევე ტოტალზე.

·        შედეგები და ტოტალი განისაზღვრება ძირითადი დროის გათვალისწინებით, დამათებითი დროის (ოვარტაიმი) გარეშე.

 

4.3 კალათბურთი

 

·        კალათბურთზე ფსონები მიიღება, როგორც შედეგის გამოცნობაზე ასევე ტოტალზე.

·        შედეგები და ტოტალი განისაზღვრება ძირითადი დროის გათვალისწინებით, დამატებითი დროის (ოვარტაიმი) გარეშე.

 

V. ცოცხალი

„ცოცხალი“ გულისხმობს ფსონების მიღებას ტოტალიზატორის მიერ შემოთავაზებული მატჩის რომელიმე კონკრეტულ მოვლენაზე (თამაშის დაწყება, პირველი აუტი, პირველი კუთხური, პირველი გაფრთხილება, პირველი გოლი, რომელ წუთზე გავა პირველი გოლი, კუთხურების რაოდენობა, გოლების რაოდენობა, გაფრთხილების რაოდენობა, ვინ მოაწვდის მეტ კუთხურს, იქნება პენალტი, იქნება წითელი ბარათი და ა.შ)

·        თამაშის დაწყება – მონაწილე გუნდებიდან ერთ–ერთის მიერ ბურთის თამაშში შეყვანა;

·        პივერლი აუტი – მონაწილე გუნდებიდან ერთ–ერთის მიერ ბურთის გვერდითი ხაზიდან პირველი შეყვანა. თუ მოთამაშე არასწორად ჩამოაწვდის ბურთს და არბიტრი ამ უფლებას გადასცემს მეორე გუნდს, გამარჯვებულად ითვლება ფსონი, რომელიც დადებული იყო იმ გუნდზე, რომელმაც პირველად მოიპოვა ჩამოწოდების უფლება.

პირველი კუთხური – მონაწილე გუნდებიდან ერთ–ერთის მიერ ბურთის კუთხურის ნიშნულიდან პირველ ჩამოწოდება.

პირველი გაფრთხილება – მონაწილე გუნდებიდან მოთამაშეთაგან ერთ–ერთის მიერ ყვითელი ან წითელი ბარათის მიღება(იგულისხმება მხოლოდ მინდორზე მყოფი მოთამაშეები). თუ თამაშში ყვითელი ან წითელი ბარათი საერთოდ არ დაფიქსირდა, აღნიშნულ პოზიციაზე დადებული ფსონები წაგებულად ჩაითვლება.

 

 

 

·        პირველი გოლი – მონაწილე გუნდებიდან ერთ–ერთის მიერ პირველი გოლის გატანა, რომელიც ოფიციალურად დაფიქსირდება. იმ შემთხვევაში, თუ მატჩის მსვლელობისას არ გავიდა გოლი ფსონები წაგებულად ითვლება.

 

 

·        რომელ წუთზე გავა გოლი – მონაწილე გუნდებიდან ერთ–ერთის მიერ პირველი გოლის გატანა სათამაშო დროის გარკვეულ მონაკვეთში, რომელიც ტოტალიზატორის მიერ იქნება შემოთავაზებული.

 

·        კუთხურების რაოდენობა – მონაწილე გუნდებიდან კუთხურის ნიშნულიდან ჩამოწოდებული კუთხურების  ჯამი. რაოდენობის განსაზღვრისას, თუ კუთხური არ ჩამოწოდდა მსაჯის სასტვენამდე, რომელიც მიუთითებს პირველი ტაიმის ან მატჩის დასრულებას, მხედველობაში არ მიიღება.

 

·        გოლების რაოდენობა – მონაწილე გუნდებიდან მატჩის მსვლელობისას გატანილი გოლების ჯამი.

 

 

·        გაფრთხილების რაოდენობა – მონაწილე გუნდებიდან მოთამაშეთა მიერ მიღებული ყვითელი ან წითელი ბარათის რაოდენობის ჯამი. გაფრთხილების რაოდენობის განსაზღვირსას, პირდაპირ ნაჩვენები წითელი ითვლება ორ გაფრთხილებად; ერთ მოთამაშეზე ყვითელი ბარათის შემდეგ ნაჩვენები წითელი ბარათი ითვლება ერთ გაფრთხილებად, ხოლო ორი ყვითელი ბარათის შემდეგ ავტომატურად მიღებული წითელი ბარათი გაფრთხილების რაოდენობაში არ ჩიათვლება.

 

·        ვინ მოაწვდის მეტ კუთხურს – გამარჯვებულად ითვლება ის ფსონი, რომელიც დადებულია იმ გუნდზე, რომელიც მოაწვდის მეტ კუთხურს თამაშის მსვლელობისას.

 

·        იქნება პენალტი – თამაშის მსვლელობისას დანიშნული პენალტი.

 

·        იქნება წითელი ბარათი – თამაშის მსვლელობისას მოთამაშეზე მიცემული წითელი ბარათი.

 

·        თუ მატჩი შეწყდა და არ ჩატარდა 72 საათის განმავლობაში შედეგები ჩაითვლება გადადებულად და კოეფიციენტი განისაზღვრება 1.0–ის ტოლად, გარდა იმ შედეგებისა, რომლებიც უკვე დაფიქსირდა მატჩის მსვლელობისას.

 

·        თუ მატჩი შეწყდა და ჩატარდა 72 საათის განმავლობაში ხელახლა დაიწყო ან განახლდა (თუ შეწყდა 30–ე წუთზე და განახლდა 30 წუთიდან), მასზე მიიღება ახალი ფსონები. ხოლო პირველ მატჩზე დადებული ფსონებიდან შეწყვეტამდე დაფიქსირებული შედეგები განიხილება პირველი მატჩის მიხედვით; სხვა დანარჩენი შედეგები, რომლებიც არ გამოვლინდა პირველი მატჩის მსვლელობისას, განიხილება მეორე მატჩის მიხედვით.

 

·        ცოცხალი თამაშის გადადების შემთხვევაში, თუ არ ჩატარდა 72 საათის განმავლობაში, მასზე დადებული ყველა ფსონი დაფიქსირდება 1.0–ის ტოლად.

 

·        ცოცხალი თამაშების შედები ფიქსირდება ვიდეოჩანაწერის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდა ვიდეოჩანაწერის განხორციელება და 24 საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა ჩანაწერის მოპოვება ყველა პოზიციაზე კოფიციენტი ჩაითვლება 1.0–ის ტოლად, გარდა გარკვეული შედეგებისა, რომლთა მოპოვებაც შესაძლებელი იქნება ოფიციალური ვებსაიტებიდან.

 

 

 

VI პირადი ანგარიშის მართვის წესები

6.1 თუ დეპოზიტზე თანხა 1 ლარზე ნაკლებია, შეუძლებელია ფსონის დადება.

 

6.3 მოგების შემთხვევაში მოგებული თანხა ავტომატურად აისახება თქვენს დეპოზიტზე. წაგების შემთხვევაში თანხა ჩამოიჭრება ანგარიშიდან.

 

6.3 მოთამაშე ვალდებულია რეგისტრაციის დროს პირადობის დამადასტურებელი ნომერი და პირადი ნომერი მიუთითოს სწორად.

 

6.4 მოთამაშეს არ აქვს უფლება ერთი და იგივე მონაცემებით რამდენიმე ანგარიშის გახსნისა.

 

6.5 www.maximum.ge ვებგვერდზე დეპოზიტის არამიზნობრივად და არაკეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევაში, (თანხის არანაკლებ 10% გაუთამაშებლად გატანის შემთხვევაში,) ტოტალიზატორს უფლება აქვს, მომხმარებელს დეპოზიტიდან  გატანილი თანხიდან საკომისიოს სახით ჩამოაჭრას 5% (ხუთი).

6.6 მოთამაშეს არა აქვს უფლება ნება დართოს მესამე პირს გამოიყენოს მისი ანგარიში.

 

 

VII.  დასკვნითი დებულებები

 

7.1 კოეფიციენტების თავდაპირველი გამოქვექყნებიდან ტოტალიზატორს უფლება აქვს ნემბისმიერ დროს შეცვალოს, შეამციროს ან გაზარდოს, ან საერთოდ გააუქომს ნებისმიერი კოეფიციენტი. ამ შემთხვევაში ეს არ გამოიწვევს რეაგირებას უკვე დადებულ ფსონზე.

 

7.2 მოგებული თანხა გაიცემა მოთხოვნისთავანე, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში ორგანიზაციას უფლება აქვს, მოგება გასცეს არა უგვიანეს 6 დღისა.

 

7.3 მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე მოგებები არ გაიცემა.

 

7.4 იმ შემთხვევაში, თუ შედეგი არასწორად იქნა შეყვანილი და მომხმარებელს ზედმეტად დაერიცხა თანხა, ტოტალიზატორს აქვს უფლება ხელახლა მოახდინოს შედეგის გადათვლა და ჩამოაჭრას მომხმარებელს ზედმეტად დარიცხული თანხა.

 

7.5 ტოტალიზატორი „მაქსიმუმი“ იტოვებს უფლებას ფსონი გაუქმებულად ჩათვალოს და დადებული ფსონი მოთამაშეს დაუბურნოს, თუ ბუკმეიკერის მიერ დაშვებული იქნა რაიმე სახის შეცდომა (მაგ: შეცდომის შედეგად პროგრამაში მითითებული კოეფიციენტი აშკარად არ შეესაბამება რეალურ კოეფიციენტს, ან შეცდომით წერია წყვილი და ა.შ.)

 

 

7.6 პრეტენზიები და სადავო საკითხები განიხილება ბილეთის დადებიდან 7დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზიები არ განიხილება.

 

 

 

7.7 ტოტალიზატორი ”მაქსიმუმი” არ იღებს პასუხისმგებლობას და პრეტენზიებს არ განიხილავს გამოქვეყნებულ პროგრამაში გუნდების, მოთამაშეების და ა.შ. სახელწოდებების თარგმნის სიზუსტეზე.

 

7.8 სხვა რაიმე სახის დავის წარმოქნმისას, რომელიც არ არის გათვალისწინებული ტოტალიზატორ ”მაქსიმუმის” წესებში, მოთამაშე ვალდებულია, დაეთანხმოს ტოტალიზატორის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას.

 

7.9 აღნიშნული წესები ძალაშია მისი გამოქვეყნებიდან და სავალდებულოა  ტოტალიზატორ ”მაქსიმუმის” ვებგვერდის www.maximum.ge-ს ყველა მომხმარებლებისთვის.